










| Call Center |

1940-იან წლებში საქართველოდან დეპორტირებულ პირთა და მათი შთამომავლების რეპატრიაციის ხელშეწყობის პროგრამა ერთობლივად ხორციელდება ორგანიზაციების, მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF) და უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი (ECMI) - კავკასიის მიერ. თვრამეტთვიანი მთელი რიგი აქტოვობების განმავლობაში პროგრამის მთავარი მიზანი გახლავთ 1940-იან წლებში საქართველოდან დეპორტირებული პირებისა და მათი შთამომავლების რეპატრიაციის ხელშეწყობა. ვრცლად
ახალი წიგნი „მესხები: გზა შინისაკენ..." ტომ ტრიერის, გიორგი თარხან-მოურავისა და ფორესტ კილიმნიკის ავტორობით წარმოადგენს შესავალს საბჭოთა დეპორტაციების ისტორიაში და სიღრმისეულად იკვლევს როგორც მესხების მიერ გადასახლებაში გატარებულ წლებს, ისე მათ თანამედროვე ყოფას, თვითმყოფადობასა და კულტურას. წიგნი აანალიზებს მესხების საქართველოში რეპატრიაციის შიდაპოლიტიკურ და საერთაშორისო კონტექსტს და განიხილავს, თუ რა უნდა გაკეთდეს მთავარი აქტორების მიერ. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნი გახდება მესხების რეპატრიაციის შესახებ კონსტრუქციული და ინფორმირებული დებატებისა და სტალინის მიერ დეპორტირებული მოსახლეობის პრობლემების უკეთ აღქმის საფუძველი," - აცხადებს ტომ ტრიერი, უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის რეგიონული დირექტორი კავკასიაში.